10.11.2008

2008 წლის 9 თვის სტატისტიკური კვლევა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ


მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებულია 42767 დანაშაული, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემთან (43905) შედარებით 1138 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2008 წელს 2007 წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (2.6%-ით).

  16.10.2008

ტრენინგი ზუგდიდში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ

 
კვლავ გრძელდება სემინარების ციკლი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 10 - 11 ოქტომბერს ტრენინგი ამჯერად ზუგდიდში ჩატარდა. სემინარები ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც უძღვება: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ბატონი როჯერ კელერი.
  01.08.2008

ანალიტიკური კვლევა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ

 
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეგისტრირებულია 28698 დანაშაული, რაც 2007 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (29687) შედარებით 989 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2008 წელს წინა წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (3.3%-ით).
  24.07.2008

ინფორმაცია

 
2008 წლის 23 ივლისს საფრანგეთის პოლიციამ ძებნილი მიხეილ ქარელი დააკავა. მიხეილ ქარელი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ 2007 წლის 29 ნოემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93

blog counter