სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი

საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში.
ეს ინტერესი თავისთავად გასაგებია – სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა წარმოადგენს “სამუშაო განაწესს” პროკურატურისათვის და მისი მუშაკებისათვის, ადგენს იმ “თამაშის წესებს”, რომელთა ფარგლებში საქართველოს პროკურარტურა ემსხაურება საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესებს, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გზით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის პროექტი, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობდა უკვე 3 წლის განმავლობაში, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ამოსავალ წერტილს. დოკუმენტში, რომელიც დღევანდელ კოდექსთან შედარებით ორჯერ ნაკლები მოცულობისაა, კომპაქტურად არის თავმოყრილი სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპები და ბერკეტები.
სხვადსხვა ეტაპზე, კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამთავრობო უწყებათა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატის პროფესიის წარმომადგენლებმა, ასევე წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა. სწორედ ამგვარი წარმომადგენლობითი მონაწილეობის წყალობით, საპროცესო კოდექსის პროექტს ერთიან სისტემაში მოჰყავს მსოფლიოს წამყვანი სამართლებრივი სისტემების პრინციპები და პროცედურები, და ცდილობს უზრუნველყოს აუცილებელი და ეფექტური ბალანსი ბრალდებისა და დაცვის ინტერესებს შორის მაქსიმალურად სწრაფი, ღია და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში.
საპროცესო კოდექსის პროექტი ბევრ ნოვაციას სთავაზობს ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას. პროექტი ითვალისწინებს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, კერძო გამოძიება დაცვის მხარის მიერ, დაზარალებულის მიერ კერძო დევნის განხორციელების ფართო შესაძლებლობები, მოწმის ჩვენების მიღების ვალდებულება მხოლოდ მოსამართლის წინაშე, სრული შეჯიბრებითობა სასამართლო პროცესზე და მრავალი სხვა დებულება თუ პროცედურა, რომელიც ემსახურება პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობასა და დეფორმალიზაციას.
საპროცესო კოდექსის საბოლოო ვერსია ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი იქნა 2005 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც მოხდა მისი ოფიციალური პრეზენტაცია. პროექტი დღესაც მუშავდება და იხვეწება სხვადასხვა ექპსერტის მიერ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე. 2006 წლის მარტში, კოდექსის პროექტის დასრულებული ვერსია წარედგინა საქართველოს პარლამენტს განხილვისათვის. პროექტი ასევე განხილულ და მოწონებულ იქნა ევროპის საბჭოსა და ქართველ ექსპერტთა შეხვედრაზე სტრასბურგში ამა წლის 18–19 მაისს.
თქვენ დღესდღეობით გაქვთ საშუალება, გაეცნოთ კოდექსის ბოლო სამუშაო ვერსიას, ასევე სხვა დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელიც პერიოდულად განახლდება და გამოქვეყნდება ამ გვერდზე.

TandarTuli failebi:
 
Click to open   სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის ბოლო სამუშაო ვერსია
 
Click to open   განმარტებითი ბარათი საპროცესო კოდექსზე
 
Click to open   სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის რეფორმის სტრატეგია (2005)
 
Click to open   სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის რეფორმა – სამოქმედო გეგმა
 

 



0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93

blog counter